Monday, September 12, 2011

სასწავლო პროექტი

1   პროექტის სახელწოდება: ქართული ხალხური მედიცინა.
2    პროექტის მთავარი იდეა:  საქართველოში მედიცინა უძველეს წარსულში ჩაისახა და ვითარდებოდა, მაგრამ გარეშე თუ შინაურ მტრებთან მუდმივ ომში ცნობები მედიცინის განვითარების შესახებ გაიფანტა და განადგურდა. სხვადასხვა ქვეყნის მრავალი მეცნიერი ტერმინს „მედიცინა“  კოლხი ქალის განთქმული მკურნალის– მედიას სახელს უკავშირე
3 პროექტის აქტუალობა:  პროექტი საშვალებას მისცემს მონაწილეებს და დაინტერესებულ პირებს უკეთ გაეცნონ და გამოიყენონ ქართული მივიწყებული მედიცინის საიდუმლო, გაიგონ ყველაფერი მცენარეების საჭიროების შესახებ. რომელი მცენარე რადროს უნდა  გამოიყენონ, შეგროვებისა და წამლის დამზადების წესი, მოსწავლეები მეტს შეიტყობენ ბუნების გამოყენების
და საჭიროების შესახებ, უფრო მეტად მოუფრთხილდებიან  ბუნებას.

4პროექტის მიზნები:   პროექტის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ და მოიძიონ გადავიწყებული და მოქმედი ქართული ხალხური მედიცინა. შეაგროვონ სამკურნალო მცენარეები გააკეთონ სკოლაში გამოფენა,შეისწავლიან და გამოაქვეყნებენ ხალხისათვის უცნობ და  საინტერესო სამკურნალო რეცეპტებს.
5   მონაწილეთა ასაკი:    14–15     წელი,  მე –8 კლასი.
6   ვადები /ხანგრძლივობა:2 თვე,ზაფხულის თვეები.
7 მოსალოდნელი შედეგები:  შეიქმნება ბლოგი სადაც გამოქვეყნდება სამკურნალო მცენარეების შესახებ ყველანაირი იმფორმაცია,სარგებლიანობის,დამზადების,შენახვის,მკურნალობის და სხვა........მოსწავლეები შექმნიან სამკურნალო ბუკლეტებს ან პატარა ბროშურებს.
8  პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი:ინტერნეტი, ლიტერატურული და ისტორიული წყაროები , კარაბადინი,ქართული ხალხური მედიცინა, რვეულები ,მარკერები.
9  პროექტის მსვლელობა:მოსწავლეები გაეცნობიან ადგილობრივ მცხოვრებ ხალხს,სამკურნალო სასვალეებების შესახებ, ძირითადად მცენერეების,მოსწავლეები მოაწყობენ ლაშქრობას ბუნებაში მოიძიებენ სამკურნალო მცენარეებს,სწავლობენ მათი გავრცელების არეალს,აკვირდებიან მცენარეების განვითარების სეზონს , მათ ყვავილებს და ნაყოფიერებას,იკვლევენ ჯიშის რამდენი სახეობა არსებობს რითი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან,იკვლევენ ეკოლოგიური თვალსაზრისით სად უნდა შეაგროვონ. რა სეზონზე უნდა მოხდეს მათი შეგროვება,შენახვა, წამლის დამზადება და მიღების წესი.
     მოსწავლეები სურათებს გადაუღებენ მცენარეებს,შეაგროვებენ და მოაწყობენ სკოლაში სამკურნალო კუთხეს.
10საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბოტანიკა,გეოგრაფია,ბიოლოგია, ხელოვნება, შრომა, ისტორია.
გაეცნობიან საკუთარი მხარის ბუნებას,შეადარებენ განსხვავებულ ეპოქაში საქართველოს ტრადიციულ სამკურნალო საშვალებებს.
ბოტანიკა:შეისწავლიან მცენარეებს მათ განსაკუთრებულ თვისებებს.
გეოგრაფია: დააკვირდებიან იმ კუთხის ჰავას, რელიეფს, სადაც იზრდება სამკურნალო მცენარეები.
ი სტორია:გაეცნობიან სხვადასხვა ავტორების“სახალხო მედიცინას.
11პროექტის ხელმძღვანელი:  ლია სანდოძე
12   ხელმძღვანელის ელ–ფოსტა  liasandodze@gmail.com